Thursday, July 12, 2018
დღე მეოთხე
მეოთხე დღე დავიწყეთ საშინაო დავალებად მოცემული სასწავლო მიზნების პრეზენტაციით.მიზნები და მიმართულების მიმცემი კითხვების კორექტირების შემდეგ შევიტანეთ პროექტის გეგმაში.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები შეფასების გეგმის შესადგენად.გავეცანით განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების მიზნებს,რომ მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება უნდა მოვახდინოთ პროექტის დაწყებამდე,პროექტის მსვლელობისას კი უნდა გავაკეთოთ თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის შეფასება,პროგრესის მონიტორინგის შეფასება, ნასწავლის გააზრები შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობის შეფასება.ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ ვაკეთებთ განმსაზღვრელ შეფასებას,პროექტის გეგმაში ჩავსვი შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებიც ჩამოვაყალიბე კონკრეტული ნიმუშების განხილვის საფუძველზე.დღის ბოლოს მოვამზადე პრეზენტაცია ჩემს სასწავლო პროექტზე,სადაც ჩავსვი პროექტის შესაბამისი სურათები და შევცვალე ჩემთვის მისაღები ფონი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
შეფასების სტრატეგიების არჩევა მნიშვნელოვანია, როგორც პროექტის პროცედურების გაწერის ეფექტურორბისთვის, ასევე პროექტის შედეგის შესაფასებლად.
ReplyDelete