მეცხრე დღე საკმაოდ საინტერესო და შრომატევადი აღმოჩნდა.გადავხედეთ ცხრა დღის განმავლობაში გაწეულ სამუშაოს,
გავეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოს ვიუვერს და შევქმენით ბლოგი.
გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და განახლებულ ბუმის ტაქსონომიას.
შევქმენით ბუკლეტები.
პროექტის ჩეკლისტი.
გავეცანით პროექტის დაგეგმვის ეტაპებს.
განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები(შეფასების ბიბლიოთეკა) და მოვამზადე პრეზენტაცია ჩემს სასწავლო პროექტზე.
ჩავაშენეთ პრეზენტაცია ბლოგზე და ავტვირტეთ.
გავეცანით უკუკავშირის ხერხებს და გუუგლ საძიებო სისტემას.
შევიმუშავეთ მულტიმედია პრეზენტაციის ჩეკლისტი,შეფასების გეგმის ჩეკლისტი და სხვ.
ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკების შექმნაზე.
გავეცანით ფასილიტაციის მეთოდებს.
განვიხილეთ მეთოდები თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ დიფერენცირებული სწავლება პროექტების დროს.
წარმოვადგინეთ პორტფოლიოს პრეზენტაციები,ბევრი საინტერესო აზრი გამოითქვა მათ შესახებ,კოლეგებს დავუწერეთ უკუკავშირი პორტფოლიოების შესახებ.
მადლობა დიმიტრი პოპოვს შინაარსიანი და ნაყოფიერი მუშაობისათვის,მან დაგვანახა როგორი ეფექტურია პროექტებით სწავლების პროცესი.
Tuesday, July 24, 2018
Saturday, July 21, 2018
დღე მერვე
მერვე დღე ნაყოფიერი იყო.ტრენინგის დასაწყისში სტიკერების საშუალებით დავალაგეთპროექტის მნიშვნელოვანი ეტაპები და გამოვთქვით საკუთარი აზრი.გავეცანით კითხვარს დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ,უკეთ გავიაზრეთ ის კომპონენტები,რა უნდა გავითვალისწინოთ დიფერენცირებული სწავლების დროს.გარდა ამისა,გავიარეთ ფასილიტაცია ტექმოლოგიების გამოყენებით, შევქმენით ფასილიტაციის საპრეზენტაციო ფაილი,ძალიან საინტერესო იყო.
Thursday, July 19, 2018
დღე მეშვიდე
მეშვიდე დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა. წყვილებში გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის ნამუშევრების შესახებ აზრი და გავაკეთეთ კომენტარები.გავეცანით და ვიმუშავეთ ჯგუფური მუშაობის რუბრიკებზე , შევქმენით კოლაბორაციული ჯგუფური მუშაობის რუბრიკა.აგრეთვე შევქმენით ვ-მ-ვ სქემა , ამით დავასრულეთ მუშაობა შეფასების რუბრიკებზე,გადავხედეთ პროექტის გეგმას.
Tuesday, July 17, 2018
დღე მეექვსე
მეექვსე დღეს ვიმუშავეთ საუკეთესო ტექნოლოგიური ინტრუმენტების შერჩევაზე,როგორ შეუძლია მოსწავლეს მისი გამოყენება და რა დანიშნულებით.შევიმუშავეთ მულტიმედიური პრეზენტაციის ჩეკლისტი, ჩავწერეთ შინაარსი და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია ჩვენ მიერ შერჩეულ ერთ-ერთ აქტივობაზე,განვიხილეთ განსხვავებები კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს შორის, განვიხილეთ შეფასების გეგმის ჩეკლისტი,რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების ჩართვა შეფასების პროცესში, მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა რუბრიკების,ჩეკლისტების შექმნაში,მიზნების დასახვაში,უნდა შეძლონ სირთულის გამოვლენა და მისი დაძლევის სტრატეგიები დასახონ.ბოლოს კი ვიმუშავეთ პროექტის რუბრიკის შექმნაზე.
Saturday, July 14, 2018
მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღე საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა,შევისწავლეთ პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე და ჩვენ მიერ შექმნილი პრეზენტაციები ავტვირთეთ.განვიხილეთ როგორ უნდა მივცეთ რჩევები და რეკომენდაციები უკუკავშირისთვის და გავუკეთეთ კომენტარები ჩვენი ჯგუფის სხვა მასწავლებლების პრეზენტაციებს. გავეცანით google საძიებო სისტემას,ძიების სინტაქსს,ხერხებს, ვისწავლეთ როგორ შევამოწმოთ მოძიებული ინფორმაციის სანდოობა.გავიარეთ პროექტის მსვლელობის საფეხურები ბლუმი გარდნერის მიხედვით.ვიმუშავეტ როგორ დაწეროთ სასწავლო პროექტის პროცედურები.
Friday, July 13, 2018
Thursday, July 12, 2018
დღე მეოთხე
მეოთხე დღე დავიწყეთ საშინაო დავალებად მოცემული სასწავლო მიზნების პრეზენტაციით.მიზნები და მიმართულების მიმცემი კითხვების კორექტირების შემდეგ შევიტანეთ პროექტის გეგმაში.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები შეფასების გეგმის შესადგენად.გავეცანით განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების მიზნებს,რომ მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება უნდა მოვახდინოთ პროექტის დაწყებამდე,პროექტის მსვლელობისას კი უნდა გავაკეთოთ თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის შეფასება,პროგრესის მონიტორინგის შეფასება, ნასწავლის გააზრები შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობის შეფასება.ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ ვაკეთებთ განმსაზღვრელ შეფასებას,პროექტის გეგმაში ჩავსვი შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებიც ჩამოვაყალიბე კონკრეტული ნიმუშების განხილვის საფუძველზე.დღის ბოლოს მოვამზადე პრეზენტაცია ჩემს სასწავლო პროექტზე,სადაც ჩავსვი პროექტის შესაბამისი სურათები და შევცვალე ჩემთვის მისაღები ფონი.
Wednesday, July 11, 2018
მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღეს ვიმუშავეთ პროექტისთვის შერჩეული თემის შესაბამისი სტანდარტისა და ინდიკატორების შერჩევაზე,რადგან მისი ეფექტურად დაგეგმვისთვის აუცილებელია მათი ზუსტად მორგება თემაზე.მიზნის შესარჩევად გავეცანით და ვიხელმძღვანელეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვებითა და გამახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვებით,ამ სიტყვების გამოყენებით შერჩეულმა მიზნებმა ნათელი გახადა მისი ფორმულირების პროცესი.ინტეგრირებულ საგნად ისტორია შევარჩიე და შესაბამისი სტანდარტი და ინდიკატორიც ჩავსვი პროექტის გეგმაში,ამის გარდა, დეტალურად განვიხილეთ,როგორ მოვახდინოთ მიმართულების მიმცემი კითხვების ფორმულირება,რომელიც ხელს უწყობს პროექტში მოსწავლეთა ჩართულობას,განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი საკვანძო კითხვების მაგალითები და რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ ამ საკვანძო სიტყვების შესამუშავებლად.
Monday, July 9, 2018
დღე მეორე
ტრენინგის მეორე დღე დაიწყო წინა დღის მასალების გახსენებით და შემდეგ გავეცანით პროექტის მახასიათებლებს, რომ პროექტის ცენტრში უნდა იდგეს მოსწავლე,უნდა დაეფუძნოს მნიშვნელოვან სასწავლო ამოცანებს,საკვანძო კითხვები სწორად უნდა იყოს ფორმულირებული,შეფასების გეგმა უნდა გაკეთდეს და სწორად შევარჩიოთ აქტივობები.სასურველია გავიდეთ მაღალ სააზროვნო უნარებზე.ვიმუშავეთ ბუკლეტების შექმნაზე ,დეტალურად განვიხილეთ ბუკლეტის დანიშნულება და რა საკითხები უნდა განვათავსოთ თითოეულ გვერდზე , შევქმენით ბუკლეტის დიზაინიც და შევაჯამეთ მეორე დღე.
Subscribe to:
Posts (Atom)